"სრული განუკითხაობაა" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია პოლიციელების მიერ "ახლების" ოფისის ჩხრეკას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს, თუმაც ყველას განეიტრალება არ გამოუვათ.
როდესაც მოვედი, ამ დროს ეს ადამიანები გამოვიდნენ და შევიდნენ სხვა ორგანიზაციაში. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა რომელიღაცა. ასე, ორდერის გარეშე შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ შევიდნენ, რაღაც გაჩხრიკონ, რაღაც დაათვალიერონ. სრული განუკითხაობაა და ეს გასაგებია. ერთი მიზნის გამო არიან ესენი დილითაც, დღისითაც, ღამითაც და საღამოსაც. რამენიარად ივანიშვილს მოემსახურონ და რეჟიმი არ წაიქცეს და თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა არის განუზომლად მეტი, ვიდრე არიან, რაღაცნაირად გაანეიტრალონ, მაგრამ შეუძლებელია. მისია არის შეუსრულებელი. ერთი რამ არის ცხადი, ეს პროცეის, ბრძოლა, იქნება გამარჯვებამდე, - ამბობს ნიკა მელია.