რეზონანსი
05.12.2024

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ. როგორც დიტო საძაგლიშვილმა აღნიშნა, გვარამია ახლა თავს კარგად გრძნობს.

“ნიკა გვარამიას დაკავების მომენტში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მას მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, სუნთქვის უკმარისობის გამო, რამდენიმე წამით გაითიშა. საერთო ჯამში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ არ საუბრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე. შემთხვევით მოჰკრა ყური პოლიციელების საუბარს, დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია, 48 საათში უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი”, – აღნიშნა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×