რეზონანსი
06.12.2024

სასამართლომ მსოფლიო ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანთან იმ დროს დააკავეს, როცა ქაორთიარდ მერიოტში ოპოზიციის წევრები იყვნენ შეკრებილი. ზურაბ დათუნაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოვედით შეხვედრიდან, დაგვახვედრეს ტიტუშკები და არანაირი ფორმა არ ეცვა, მომვარდა, დაეცა თვითონ და მეც წამიყოლა. ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. მანქანაშიც ძალადობდნენ, მერე ერთ-ერთმა მიცნო და მაგის მერე შეწყვიტეს ძალადობა. სამწუხაროა ზუსტად ეგ, საკანში რომ შევედი იქ იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქართველი ბიჭი, რომელიც ვერ იცნეს და სამწუხაროდ ძალიან იყო ნაცემი," - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×