რეზონანსი
07.12.2024

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ კლინიკაში აქციის მიმდინარეობისას დაშავებული სამი ადამიანი გადაიყვანეს. ორ მათგანს ჰოსპიტალიზება არ დასჭირდა. ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს მხრის ძვლის ამოვარდა ჰქონდა, მეორეს სასუნთქი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა. კლინიკაში მხოლოდ ერთი დაშავებული დატოვეს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს.

„კლინიკაში სამი პაციენტი იქნა შემოყვანილი. აქედან ორი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერნენ ბინაზე, ერთი პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთთან იყო მხრის ამოვარდნილობა, რომელიც ჩასწორდა ტრავმატოლოგების მიერ. მეორე პაციენტთან იყო ინტოქსიკაცია, რომელიც, მისივე თქმით, წიწაკის სპრეის ჩასუნთქვის შედეგად მიიღო", - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსი განყოფილების ხელმძღვანელმა, ნანა დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, ამ დრომდე მკურნალობას განაგრძობს 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქციაზე დაშავდა. მას თვალის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს და რეანიმაციაში რჩება. ბიჭის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×