რეზონანსი
07.12.2024

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში ვიზიტისას შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი, რომელიც საფრანგეთში პრეზიდენტ მანუელ მაკრონის მიწვევით ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, ზურაბიშვილთან შეხვედრას აღდგენილ ტაძარში გამართავს.

„დეილი მეილის“ წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით შუამავლობა ემანუელ მაკრონმა შეასრულა, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს წაიყვანს.

„არჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში ვიზიტის დროს ფეთქებადი დიპლომატიური შეტაკება ელოდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოსალოდნელი შეხვედრით საქართველოში სადავო არჩევნების გამო ქუჩის პროტესტების ფონზე“, – წერს „დეილი მეილი“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×