რეზონანსი
08.12.2024

ეს აქცია არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი, - აცხადებს "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილი ლიდერი და "კმარას" დამფუძნებელი, თეა თუთბერიძე, თბილისში ბოლო კვირის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა პერფორმანსზე და ცეკვა-თამაშზე, ვინაიდან მხოლოდ კარვების გაშლით ხელისუფლება არ დაფრთხება, შესაბამისად, აქციას არ უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი.

"ხელისუფლება გასცდა კონსტიტუციის ჩარჩოებს, ხელისუფლებამ გააყალბა და მიიტაცა ადამიანების არჩევანი და ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ახლა იქ უნდა დავდგეთ, ვითამაშოთ ფერადი ბურთებით, გადავაწოდოთ წიგნები ერთმანეთს, გავაკეთოთ რაღაც პერფორმანსები. მე არ ვფიქრობ, რომ ამ აქციას უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ხასიათი. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ კარვების გაშლით და იქ ცეკვა-თამაშით ვინმე დაფრთხება და ბიძინა ივანიშვილი უარს იტყვის თავისი მიზნების შესრულებაზე", - აღნიშნა თეა თუთბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×