რეზონანსი
08.12.2024

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ.

ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას", „სოლიდარობა მედიას", „თავისუფლება მედიას".

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ობიექტი გახდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ „ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანს ტვინის შერყევა აღენიშნება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შემდეგ თბილისსა და რამდენიმე ქალაქში მედიის სოლიდარობის აქციები დაიგეგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×