რეზონანსი
08.12.2024

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შეიძლება აშშ-ის დახმარება შეუმცირდეს მას შემდეგ, რაც ის ფიცს დადებს.

დონალდ ტრამპმა შესაბამისი განცხადება NBC News-თან ინტერვიუში გააკეთა.

კერძოდ, კითხვაზე, უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მხრიდან ნაკლები დახმარებისთვის თქვენი ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჰო. ალბათ. რა თქმა უნდა".

ამასთან, ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულების პირობა დადო, მან უპასუხა: „ვცდილობ".

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის.

„ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ შორის არის პატარა რამ, რომელსაც ოკეანე ჰქვია", - აღნიშნა ტრამპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×