რეზონანსი
09.12.2024

სალომე ზურაბიშვილს სულ ორიოდე პარასკევი დარჩა. საჯაროდ გაცხადებულია, რომ 14 დეკემბერს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, ახალი ამერიკული მოდელით ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ პარლამენტის არჩეულ წევრებს, ასევე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს და შესაბამისი კვოტით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით 2021 წლის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების საკრებულოს წვერებს. საერთო ჯამში 300 დელეგატია, ვინც ირჩევს ახალ პრეზიდენტს.

მიმდინარე კვირის შაბათ დღეს, 14 დეკემბერს ჩატარდება ახალი პრეზიდენტის არჩევნები და კანონმდებლობის შესაბამისად, მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს საქართველო ახლად არჩეული პრეზიდენტით შეხვდება.

ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ არის გამორიცხული სალომე ზურაბიშვილისგან. ჩვენ ვხედავთ მის თითოეულ პოპულისტურ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც არ უნდა გადაიდგას, ეს არის განწირული ადამიანის მხრიდან გადადგმული ბოლო ნაბიჯები.

ყველა კარგად ხედავს და ძალიან კარგად აანალიზებს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რაოდენ დიდია მცდელობა მისგან, რომ ბოლო დღემდე მაქსიმალური ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×