რეზონანსი
09.12.2024

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რაც წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს მიმდინარე კვირაში, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე.

„ამ კანონს როცა მივიღებთ მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რაც წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4-პროცენტიანი ბარიერით და ა.შ. 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული, არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×