რეზონანსი
12.12.2024

10 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უმ­ძი­მეს­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა. მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ფაქტს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ. 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას უამ­რა­ვი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს.

ლაშა მეტ­რო­ში მა­ტა­რებ­ლის მოს­ვლას ელო­დე­ბო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხალ­ხის თვალ­წინ, მას მა­მა­კაც­მა ზურ­გი­დან ხელი ჰკრა და ლი­ან­დაგ­ში ჩა­აგ­დო. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გავ­რცელ­და.

ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 36 წლის ბექა მინ­დო­რაშ­ვი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყ­ვე­ბი­ან, რომ მინ­დო­რაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია, ის კა­ხე­თი­დან არის. ამ­ჟა­მად დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია და ბრა­ლის წარ­დგე­ნას ელო­დე­ბა.

"ლაშა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ბრალ­დე­ბულს ჩვე­ნე­ბა­ში უთ­ქვამს, ცუ­დად შე­მომ­ხე­და და ამი­ტომ ვკა­რი ხე­ლიო. გა­მო­დის, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გავმხდა­რი­ყა­ვით მისი მსხვერ­პლი. ლაშა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, თბი­ლის­ში ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და, ისე სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. მეტ­რო­ში ჩა­ვი­და, რად­გან მაგ დღეს სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბო­და" - უთხრა "ამბებს" მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას ახ­ლო­ბე­ლმა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×