რეზონანსი
12.12.2024

"მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი გენ­დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე და ზაზა ოქუ­აშ­ვილ­ზე წერს:

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მინ­და მო­გიყ­ვეთ ‘მთა­ვარ არხში“ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, უფრო სწო­რედ კი, ჩემს ყო­ფილ პარტნი­ორ­ზე და მის ერთ ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­ზე - ზაზა ოქუ­აშ­ვილ­ზე.ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ჩემი პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლით. დი­რექ­ტო­რო­ბი­დან უნდა გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი, რომ პარ­ტია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მე­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა და ახალ დი­რექ­ტო­რად კი ის და­ნიშ­ნუ­ლი­ყო, ვი­საც კო­ლექ­ტი­ვი უჭერ­და მხარს: გი­ორ­გი გა­ბუ­ნია - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და კაცი, რო­მელ­მაც ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს შე­უც­დომ­ლად იარა, რო­გორც მე­ნე­ჯერ­მა (არა­და ამის გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დე არ ქო­ნია).

უცებ და გა­ურ­კვევ­ლად (იმ ეტა­პის­თვის), ოქუ­აშ­ვილ­მა უარი გა­ნა­ცხა­და ჩემს გა­დად­გო­მა­ზე (პარტნი­ორ­თა კრე­ბის თან­ხმო­ბა იყო სა­ჭი­რო) და გი­ორ­გის და­ნიშ­ვნა­ზე. "ჭი­და­ო­ბა“ რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და და ბო­ლოს, მიზ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­თან­ხმე­ბა შედ­გა: მეც ვნიშ­ნავ­დი "ჩემს" დი­რექ­ტორს (რაც კო­ლექ­ტი­ვის არ­ჩე­ვანს მი­ვან­დე), ოქუ­აშ­ვი­ლიც და მე­სა­მე მსხვი­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც. და­ი­ნიშ­ნა გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, მა­ნუ­ჩარ ახა­ლა­ია და ვინ­მე გოგი. მთა­ვა­რი ნაღ­მი კი ის იყო, სა­მი­ვეს ხელ­მო­წე­რას ითხოვ­დნენ ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ასეც ჩა­ი­წე­რა წეს­დე­ბა­ში.

გო­გის ხელ­ფა­სის გარ­და არხი აი­ძუ­ლეს თვე­ში 15 000 ლარი ეხა­და ოქუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნატო ჩხე­ი­ძეს­თვის, რო­მე­ლიც იმ დროს დე­პუ­ტა­ტი იყო. შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო რომ უარი მი­ი­ღეს, იჯა­რის გაზ­რდა მო­ი­თხო­ვეს ერთ პა­ტა­რა შე­ნო­ბა­ზე (აბა და­ნარ­ჩე­ნი მათი აღა­რაა და ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით) და ამ გზით ფაქ­ტი­უ­რად ხელ­ფა­სი და­ე­ნიშ­ნა ჩხე­ი­ძეს.

გა­ბუ­ნია და ახა­ლა­ია წე­ლებ­ზე ფე­ხებს იდ­გამ­დნენ და არხს აფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დნენ უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. გოგი, ცხა­დია, არა­ფერს აკე­თებ­და - კა­ბი­ნე­ტი და ხელ­ფა­სი, - სულ ეს იყო მისი ინ­ტე­რე­სი.

მო­ახ­ლოვ­და არ­ჩევ­ნე­ბი. ერთ დღე­საც პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მო­მე­ცხა­და ნატო ჩხე­ი­ძე, ტექ­სტით: "ჩვენ სამი კაცი გვე­კუთ­ვნის სი­ა­ში - მე მე­ხუ­თე ნო­მე­რი (ნუ რა­კი­ღა 4 ლი­დე­რი ხართ), ჩემი ძმა, როს­ტომ ჩხე­ი­ძე - მე­ა­თე და ვინ­მე კი­დევ ოცე­ულ­ში”. კი არ გავ­ბრაზ­დი, ან მე­წყი­ნა, ან რამე სხვა - ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და გაკ­ვირ­ვე­ბის­გან. არა, ის არ გამ­კვირ­ვე­ბია, რომ სი­ა­ში ყოფ­ნა ენ­დო­მე­ბო­და, მაგ­რამ მთლად 3 ადა­მი­ა­ნი? და თან ამ ად­გი­ლებ­ზე? ისე­თი­ვე პა­სუ­ხი მი­ი­ღო, რაც ერ­თის თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და - გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ან ვინ ან სა­ი­დან გა­და­წყვი­ტეთ, რომ რა­ი­მე გე­კუთ­ვნით? რო­გორ, ტვ ხომ ჩვე­ნია და მა­გი­ტო­მო. ტვ თქვე­ნი არაა, ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხართ, და ამას გარ­და, ტვ-ს მე­წი­ლე­ე­ბი კო­ა­ლი­ცი­ას­თან კავ­შირ­ში არ არი­ან და არა­ფე­რი ეკუთ­ვნით სა­ერ­თოდ, - იყო ჩემი პა­სუ­ხი. ამის მერე და­ი­წყო უა­რე­ბის სე­რია - გოგი ყვე­ლა­ფერს აპ­რობ­ლე­მებ­და, სა­მა­გი­ე­როდ ნატო ჩხე­ი­ძის „იჯა­რას“ და მის ხელ­ფასს ერთი დღე მა­ინც გა­დაც­დე­ნო­და, გო­გიც გა­მოჩ­ნდე­ბო­და ხოლ­მე. არხზე და­ი­წყო გო­გის „რე­ვი­ზი­ე­ბი“. მი­ი­ღო ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რაც მო­ი­თხო­ვა ყვე­ლას ახ­სნა - გან­მარ­ტე­ბა, ვი­სიც მო­ი­თხო­ვა. ყვე­ლა წლის აუ­დი­ტის დას­კვნა. მი­ად­გა გა­ყიდ­ვე­ბის სახ­ლს, რო­მე­ლიც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მას ყი­დის (ყვე­ლა დიდი ტვ ამ­გვა­რად მუ­შა­ობს).

ამ, მათი ტვი­ნით, შან­ტა­ჟის ფონ­ზე ახლა უკვე ოქუ­აშ­ვილ­მა ჩა­მო­წია მო­თხოვ­ნა 1 ად­გი­ლამ­დე სი­ა­ში - მხო­ლოდ ნატო. ეს იცით რო­მე­ლი ნატო ჩხე­ი­ძეა? მე რომ ცი­ხე­ში ვი­ჯე­ქი და მან და მის­მა ამ­ფსო­ნებ­მა ქო­ცებს რომ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი აარ­ჩე­ვი­ნეს. ბი­ძი­ნას­თან ერთხელ მა­ინც გა­რი­გე­ბულს სი­ა­ში მე რომ ჩავ­წერ­დი, ეს, ხვდე­ბით, რე­ა­ლუ­რო­ბის მარ­ცვალ­საც არ შე­ი­ცავს. ცხა­დია - უარი.

ჰო, მარ­თლა, ხმა რა­ტომ მის­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­დატს ნატო ჩხე­ი­ძემ და მის­მა ამ­ფსო­ნებ­მა, ეს უკვე პარ­ტი­ის და­ფუძ­ნე­ბის მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. დო­კუ­მენ­ტუ­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ალ­ბათ ცნო­ბი­ლია, რომ სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი 4 - ის გამო ჩვენ გა­და­ვი­ბა­რეთ ნიკა მა­ჭუ­ტა­ძის პარ­ტია, რომ­ლის პარტნი­ო­რე­ბიც იყ­ვნენ და-ძმა ჩხე­ი­ძე­ე­ბი. ამ პარ­ტი­ით ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის სი­ა­ში და იმ სა­მარ­ცხვი­ნო კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ სა­მი­ვე ერ­თად გა­რი­ცხეს. ჰოდა, ბუ­ღალ­ტე­რი­ის გად­მო­ბა­რე­ბი­სას წა­ვა­წყდი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენტს: 300 ათას­ზე მეტი იყო პარ­ტი­ის სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და ხმის მი­ცე­მი­დან 1 კვი­რის თავ­ზე, თით­ქმის 200 ათა­სამ­დე ჩა­მო­ა­წე­რეს სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბით! თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­მე­ლი­მე ოპო­პარ­ტი­ას სა­გა­და­სა­ხა­დო შე­თან­ხმე­ბას უფორ­მებ­დეს ქოცი?! აი ესაა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცია, თან სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის ხარ­ჯზე! და ამათ ჩავ­წერ­დი სი­ა­ში? კი, და ახლა უკვე ის­ხდე­ბოდ­ნენ ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში და ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ელ­ფერს შეს­ძენ­დნენ.

უკვე ბევ­რად მეტს გა­მო­ი­ვაჭ­რებ­დნენ, ალ­ბათ და ამ­ჯე­რად უკვე, ალ­ბათ ოქუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა უკვე სიგ­ნა­ლებს უგ­ზავ­ნის ივა­ნიშ­ვილს, რომ მზა­დაა მთა­ვა­რი არ­ხით ივაჭ­როს. ჩვენ კი ზუს­ტად ვი­ცით და მოვ­ლე­ნა­თა ლო­გი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაც ცხად­ყოფს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ეს სიგ­ნა­ლი მი­ი­ღო და თან­ხმო­ბი­თაც უპა­სუ­ხა.

ამის მერე და­ი­წყო ის, რაც ივა­ნიშ­ვილ­მა რ2-ში აკე­თა - გვა­რა­მი­ამ, გა­ბუ­ნი­ამ და ნა­ყო­ფი­ამ (რო­მე­ლიც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არაა) გა­ა­კოტ­რეს კომ­პა­ნია. სა­ხე­ზე აა­ფა­რეს ჩემი გა­დად­გო­მის მათ მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ იდე­ა­ლუ­რად ვუ­ძღვე­ბო­დი არხს, არა­თუ რა­ი­მე სა­ხის პრე­ტენ­ზია არ აქვთ, დი­თირ­ამ­ბე­ბით და მად­ლო­ბე­ბით მა­ცი­ლე­ბენ. ნა­ყო­ფი­ას ხსე­ნე­ბა იმი­ტომ დას­ჭირ­და, რომ არც ნა­ცებ­მა ჩა­უ­წე­რეს ვინ­მე სი­ა­ში, მათ­და სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას.

მერე გაჩ­ნდა ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი შე­კი­თხვა, რ2 - ის საქ­მე­ზე რომ მის­ვამ­და ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­კუ­რო­რი: თუ ფული იყო, ხელ­ფა­სებს კი არა, გა­და­სა­ხა­დებს რა­ტომ არ იხ­დი­დით, არხი გა­კოტ­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნე­თო. არ კი არა, ვერ ვიხ­დი­დით, მა­შინ არხი უნდა გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და აბა შე­ხე­დეთ რ2 და იმე­დი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს? რა თქმა უნდა, არა და რესტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლი აქვთ ყო­ველ ჯერ­ზე. ჩვენ ვა­დეკ­ლა­რი­რებთ გა­და­სა­ხა­დებს სრუ­ლად და გა­კოტ­რე­ბა ქო­ცებს არ მო­უ­თხო­ვი­ათ და გო­გიმ გა­და­წყვი­ტა, რომ გა­კოტ­რე­ბის კონ­დი­ცი­ა­ში ვართ.

სა­სა­ცი­ლოა ისე, ოქუ­აშ­ვი­ლი რომ გა­და­სა­ხა­დებ­ზე გე­ლა­პა­რა­კე­ბა. კაცი, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო უსა­მარ­თლო პრე­ფე­რენ­ცი­ე­ბით და­აგ­რო­ვა, რაც მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის.ბან­კში შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა, რომ გა­და­რი­ცხვე­ბი არ მოხ­დეს, რომ მე და ნა­ყო­ფია ფულს ვა­თეთ­რებთ. შე­ი­ტა­ნა ეროვ­ნულ ბან­კში და თბს-ში. სხვა­თა შო­რის მა­ნამ­დეც ცდი­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბანკთან პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა არ­ხის­თვის. საქ-ბან­კი ის ბან­კია, ვის გა­შა­ვე­ბა­საც ოქუ­აშ­ვი­ლი წლე­ბია მო­ი­თხოვ­და ტვ-სგან დავა ჰქონ­დათ საკ­რე­დი­ტო. ჩვენ პა­სუ­ხად ყო­ველ­თვის უარს ვე­უბ­ნე­ბო­დით - ტვ არ იქ­ნე­ბა დამ­ფუძ­ნებ­ლის ხელ­ში შუ­რის­ძი­ე­ბის და შან­ტა­ჟის ია­რა­ღი, მით უფრო, უმ­სხვი­ლე­სი ბან­კის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც შავ­მა კამ­პა­ნი­ამ შე­იძ­ლე­ბა მძი­მედ და­ა­ზი­ა­ნოს და ზედ მი­ა­ყო­ლოს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბან­კე­ბი ლა­მის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ნა­ხე­ვა­რია). თბს-ს რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­ვე ოქუ­აშ­ვილს პი­რა­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ამ­ბა­ვი იყო ხა­ზა­რა­ძეს­თან და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს­თან. ისი­ნი არ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ეთერ­ში. მე­ტიც, მათ­ზეც და ბანკზეც შავი კამ­პა­ნია უნდა გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა, ან ხა­ზა­რა­ძეს და ჯა­ფა­რი­ძეს მისი სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ნე­ბა უნდა მი­ე­ცათ ლონ­დო­ნის არ­ბიტ­რაჟ­ში.

ამა­საც პი­რა­დად ჩემ­გან ითხოვ­და და ცხა­დია, პა­სუ­ხი იგი­ვე, რაც ზე­მოთ, მკა­ფიო უარი. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ვი­ტყვი, რომ ოქუ­აშ­ვი­ლის წვლი­ლი ტვ-ს სწრა­ფად გახ­სნა­ში დი­დია. მან ტექ­ნი­კა და შე­ნო­ბა იჯა­რით მოგ­ვცა (არ გე­გო­ნოთ, რომ კომ­პა­ნი­ა­ში შე­მო­ი­ტა­ნა). მაგ­რამ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბი დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნია იპო­თე­კით და დღეს ყავლგა­სუ­ლი ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის გარ­და, აღა­რა­ფე­რია მისი ყო­ფი­ლი ქო­ნე­ბი­დან არ­ხის სარ­გებ­ლო­ბა­ში. ჯერ პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი წა­ი­ღო ბან­კმა (გახ­სოვთ ალ­ბათ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი სა­ი­და­ნაც გა­დი­ო­და) და ახლა სა­დაც არ­ხია, ის შე­ნო­ბაც ბან­კი­საა და მარ­ტო იმი­ტომ ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი უწევს ან­გა­რიშს იმას რომ ტვ-ს გა­მოგ­დე­ბა მძი­მე შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და.რა ვი­თა­რე­ბაა ახლა?ამ წუ­თას ეს შან­ტა­ჟის­ტი გოგი, ცხა­დია ოქუ­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და უკვე სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ივა­ნიშ­ვილ­თან გა­რი­გე­ბით, არხს ფაქ­ტობ­რი­ვად ხუ­რავს. საკ­მა­რი­სი ფული ან­გა­რიშ­ზე გა­ყიდ­ვე­ბის სახ­ლს აქვს (სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბი­დან) და გო­გის ხელ­მო­წე­რა­ზე უა­რის გამო, ასე­ვე ბან­კებ­ში შე­ტა­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რე­ბის გამო, ფულს ვერ ური­გე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლებს და ვერც სხვა ხარ­ჯებს წე­ვენ, მათ შო­რის, კო­მუ­ნა­ლურ და ტვ-ს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარ­ჯებს, რის გა­რე­შეც ეთე­რის ტრანსლი­რე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ცხა­დია, რომ ეს ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შის მო­თა­მა­შე ხალ­ხი (სხვას ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის აწყობს მთა­ვა­რი არ­ხის და­ხურ­ვა) ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია. ფაქ­ტია, ერთი ხელ­მო­წე­რის გარ­და, მის­გან არა­ფე­რია სა­ჭი­რო: არც ფული, არც რა­ი­მე სხვა. მხო­ლოდ ხელ­მო­წე­რა კა­ნო­ნი­ე­რი შე­მო­სავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რად გან­სა­კარ­გად.მო­ვუ­წო­დებ დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ვთხოვ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მე­დი­ას, ბიზ­ნეს­მე­ნებს - აპოვ­ნი­ნეთ არხს გა­მო­სა­ვა­ლი ოქუ­აშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ი­დე­რუ­ლი დარ­ბე­ვის (რაც და­ხურ­ვით დას­რულ­დე­ბა) წი­ნა­აღ­მდეგ! ეს მხო­ლოდ მათ არა, ჩვენ ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა, ჩვენს სა­ერ­თო ბრძო­ლას სჭირ­დე­ბა!წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას!მთა­ვა­რი არ­ხის ყო­ფი­ლი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და მუდ­მი­ვი და ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.ნიკა გვა­რა­მია, ივა­ნიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან (და არა ლონ­დო­ნი­დან)" - წერს ნიკა გვა­რა­მია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×