რეზონანსი
13.12.2024

20 ივ­ნისს, რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას დაზარალებულმა მაკო გომური ბილისში მიმდინარე აქციებს აქტიურად უერთდება და რაც ყველაზე უცნაურია ახლა მას და გიორგი გახარიას გვერდიგვერდ უწევთ პროტესტის გამოხატვა:

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სა­ხე­ში ნაკ­ლებ ტყვი­ას გვეს­ვრი­ან და ნაკ­ლე­ბი და­მიზ­ნე­ბით გვხვდე­ბა ისი­ნი, სა­მა­გი­ე­როდ, რეპ­რე­სი­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. სხვა რა ხდე­ბო­და 37 წელს?! თუნ­დაც რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ო­დებ­ში?! კარ­გი იყო აქამ­დე საქ­მე არ მიგ­ვეყ­ვა­ნა და სის­ტე­მას ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ შეს­წი­რო­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი­დევ რა სჭირ­დე­ბა ხალ­ხს იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვად ხმა ამო­ი­ღოს?! ვერ ვხდე­ბი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რომ ცოტა ხანს მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს. მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა…

მეც მაქვს ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, სად არის შენი პრინ­ცი­პე­ბი?! მაგ­რამ ამ წუ­თას მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში გვი­ზის. ვიცი, რომ ამ დროს რა­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი უნდა დავ­თმო. ახლა თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო არ გვაქვს, რად­გან ამ­დე­ნი 17-18 წლის ბავ­შვია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ებს მათი სა­ხე­ლი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადა­მი­ა­ნი ვიყო, რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, რომ ისი­ნი იქ არ დაგ­ვრჩნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ…“ – აღნიშნა მაკო გომურმა "ამბებთან".

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×