რეზონანსი
13.12.2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კანონპროექტი წესრიგდება, მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ გაიმართა კონსულტაციები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ასევე, გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის ცალკეული შენიშვნები.

„რეორგანიზაციის დაწყების შესაძლებლობად აღარ განიხილება კონკრეტული თანამშრომლისთვის ფუნქციის მინიჭება ან მისი საქმიანობიდან ცალკეული ფუნქციის ამოღება. არასწორი შეფასებები გამოიწვია პირველი რედაქციის კონკრეტულმა დანაწესმა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებული კონკურსი ავტომატურად იწვევს თანამშრომელთა გათავისუფლებას. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განჭვრეტადი და აღქმადი იყოს შესაბამისი მუხლი, განვახორციელეთ ცვლილება, რომლის თანახმად, რეორგანიზაცია, რა თქმა უნდა, არ იწვევს ავტომატურად რაიმე ფორმით სამსახურებრივი ურთიერთობის პირდაპირ შეწყვეტას. ანუ რეალურად კონკურსი, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ გამოცხადდება, იქნება განმსაზღვრელი იმისა ამ კონკურსი შედეგად ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები ვინც ვერ გაიმარჯვებენ კონკურსში რეზერვში ჩაირიცხებიან და თუკი კონკურსის შედეგების გასაჩივრება მოხდა და სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, განაცდური ანაზღაურდება და კომპენსაცია 3 თვის ვადით კვლავ რჩება ძალაში", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კონსულტაციის შემდეგ შევიდა კანონპროექტში არის ის, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×