რეზონანსი
13.12.2024

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულო გადაწყვეტილებით მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამარღალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.

დღევანდელ სხდომაზე ორი პოლიციელი და მსახიობი, რეჟისორი ზურა გეწაძე დაიკითხა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანი ადამიანები. მათ შორის, გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფება რეჟისორი ქეთი დოლიძეც.

გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×