რეზონანსი
13.12.2024

„ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია „პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუზე, სადაც ხარშილაძე საუბრობს სამოქალაქო ომსა და მსხვერპლის ალბათობაზე.

„ეს მათ წარმოდგენაში იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ხშირად, რომ არის მათთვის უკანასკნელი მაშველი რგოლი. ისინი სამოქალაქო ომზე, მსხვერპლზე ოცნებობენ, ჩვენ ვოცნებობთ და ვიღწვით, საქმითაც აქეთკენ მივდივართ, ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და ეკონომიკურად ძლიერ საქართველოზე", - აღნიშნა მდინარძემ.

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა:

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ - იმისი ზრდადი ალბათობა არის, რომ მსხვერპლი მოჰყვეს ამ ყველაფერს, ხელისუფლების უგუნურ და აბსოლუტურად ძალადობრივ ქმედებას და ჩვენ, შესაძლოა, მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×