რეზონანსი
13.12.2024

ეს მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი.

„ეს მამა(თმავალი) შალვა კეკელია რას დრამაქვინობს, ვინ შეუვარდა. რასაც ვუყურე, იქეთ გამოუვარდნენ ხალხს და ხელებს უშლიდნენ. ათასობით ადამიანი იყო, არავინ შეხებია, ზრდილობის ფარგლებში აუხსნეს, რაც არიან. ამ დროს ეგენი რომ გამორეკავენ ხოლმე თავიანთ ფანატიკოსებს პატარა ჯგუფების საცემრად, დანდობა არ აქვთ. ლამის არის ცოცხლად შეჭამონ ადამიანები. ოფისები აქვთ დარბეული და ჟურნალისტი ცემით მოკლული“, - წერს შოთა დიღმელაშვილი.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა. „ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×