რეზონანსი
14.12.2024

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში ამ წუთებში ლოცვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დეკანოზი შალვა (კეკელია) სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის.

აღნიშნულით იგი გუშინ ტაძართან მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.

„ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეკლესია ვერასდროს იქნება ან ერთი, ან მეორე მხარე. ეს ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელია. ორივე მხარეს ჩვენი შვილები არიან. პირიქით, ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ჩემთან მოვიდნენ და შეურაცხყოფა მომაყენეს, მე მათთვის ვლოცულობ და ძალიან მიყვარს, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან", - განაცხადა მამა შალვამ.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა", - განაცხადა დეკანოზმა, შალვამ (კეკელია).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×