რეზონანსი
14.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი არის და პრეზიდენტად რჩება სალომე ზურაბიშვილი. ევროპარლამენტი არ აღიარებს „პარლამენტს", რომელიც არასამართლიანი არჩევნებით იქნა არჩეული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მიჰაუ შერბა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მკაფიო პოზიცია გამოხატულია.

„ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ, აღიარონ რაიმე გადაწყვეტილება მისი მონაწილეობით, მათ შორის ე.წ. საარჩევნო კოლეგიის უკანონო სამუშაოს შედეგებიც. მიხეილ ყაველაშვილი არის უზურპატორი. საქართველოს „ლუკაშენკო". ერთადერთი კანონიერი კონსტიტუციური ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის პარტნიორი", - წერს ევროპარლამენტარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×