რეზონანსი
14.01.2025

ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 1 ადამიანი, დაშავებულია 4 პირი. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

მომხდარის დეტალებს იხსენებენ ადგილობრივები, მათი განმარტებით აფეთქების ხმა დაახლოებით ღამის 12 საათისკენ გაიგეს. თვითმხილველის განმარტებით აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია:

„გაზის გაჟონვამ გამოიწვია, სადღაც 12 საათს იყო გადაცილებული, აფეთქების ხმა გავიგე, ფეიერვერკი მეგონა, რადგან ძველით ახალი წელს აღნიშნავდნენ. ერთი გარდაცვლილია... ოჯახის წევრი ვის სახლშიც მოხდა აფეთქება ის გარდაიცვალა. ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო... ერთი დაშავებული ბავშვი წაიყვანეს და ერთი ბიჭი, მდგმური იყო... ინფორმაცია არ მაქვს რა აპარატურა იყო, წყლის გამაცხელებელი თუ ბუნებრივი გაზის, ეგ არ ვიცი" - ამბობს თვითმხილველი ტელეკომპანია „ფორმულასთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×