რეზონანსი
14.01.2025

მე­სა­მე დღეა რაც ქარ­თუ­ლი მე­დია აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში", მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შე­სა­ხებ წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ერთი დღით ადრე სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ცნო­ბით, აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მე­ო­რე დღეს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს, სას­ტუმ­როს კა­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ო­ნი შვილ­თან ერ­თად. მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში, ქალი მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ონს მი­მარ­თავს და ეუბ­ნე­ბა, რომ ყველ­გან ასე უნდა დახ­ვდნენ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­ზე წე­რენ: "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ "პრი­კუპ­ში". მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ად­გილ­ზე ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის და­სა­ცა­ვად.

იმე­რე­თის ბაგ­რა­ტო­ვან­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია და წლე­ბის წინ, „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ზე" სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. მა­რი­ა­მი ამბობს, რომ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოხ­ვდა და იქ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან არა­ვი­სი ცოლი არ არის და 14 წლის შვილ­თან ერ­თად აბუ-და­ბი­ში ისიც „ქოლ­დფ­ლე­ის" კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და. მომ­ხდარს კი შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო...

„არა­ვის ოჯა­ხის წევ­რი არ ვარ, არც კი ვიც­ნობ არ­ცერ­თს. უბ­რა­ლოდ ამ ფაქტს შე­ვეს­წა­რი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ან­მა (ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი) ჯერ კი­დევ წინა დღეს ლან­ძღა და აგი­ნა ყვე­ლას. მე­ო­რე დღე­საც უბ­რა­ლოდ ის გა­და­ი­ღეს და და­დეს, რაც თა­ვად უნ­დო­დათ და აწყობ­დათ.

მეც მლან­ძღეს და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე კონ­ცერ­ტზე. მომ­ხდა­რის დროს შვილ­თან ერ­თად კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი და მი­ვირ­თმევ­დით, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო. შე­ვეს­წა­რი და უბ­რა­ლოდ ჩა­ვე­რიე რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი და ქარ­თვე­ლი. მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლე თავი. მთე­ლი სას­ტუმ­რო გა­ა­გი­ჟეს, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ, ყვი­როდ­ნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით. ეს არის სი­მარ­თლე. მე სა­ერ­თოდ რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, პრო­ვო­კა­ტორ­მა ქალ­მა რომ გა­და­მი­ღო. ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია შე­უ­რა­ცხყო­ფა, წყო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს.

მათ თუ აქვთ დას­ვე­ნე­ბი­სა და კონ­ცერ­ტზე წას­ვლის უფ­ლე­ბა, მე რა­ტომ არ მაქვს. რა­ტომ ვარ მო­ღა­ლა­ტე ვერ გა­ვი­გე. რა­ტომ უნდა შე­მა­ვიწ­რო­ონ და და­მა­ბუ­ლინ­გონ, თა­ვად რა­ტომ არი­ან მა­შინ აქ? - რა­ტომ ის­ვე­ნებს თუ ასე­თი პატ­რი­ო­ტია ქვეყ­ნის, რა ეკონ­ცერ­ტე­ბა, რუსი ცოლი მა­გას ჰყავს მე კი არა (სა­უ­ბა­რია ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­ზე ავტ.)

მე არა­ვი­სი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიც­ნობ დე­პუ­ტა­ტებს, ორ შვილს გე­ფი­ცე­ბით. ტყუ­ი­ლად გა­ვი­ლან­ძღე და ჩემი შვი­ლიც ვა­ნერ­ვი­უ­ლე.

წინა დღე­საც შე­ვეს­წა­რი ეს ბიჭი რო­გორ ლან­ძღავ­და და აგი­ნებ­და საქ­ვეყ­ნოდ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, მთე­ლი სას­ტუმ­როს წინ. გა­ვოც­დი... ეს მე­ო­რე დღე იყო, რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ, ის რა­ტომ არ და­დეს. მე არ ვარ ინ­ტრი­გა­ნი ადა­მი­ა­ნი და არ გა­და­მი­ღია არა­ფე­რი.

ტყუ­ი­ლად მცხე­ბენ ჩირ­ქს, უდა­ნა­შა­უ­ლო, არა­ფერ შუ­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს. მე ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი. არ­ცერთ პარ­ტი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი და არ­ცერ­თის­გან არ მაქვს არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი. არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია და არც წა­მირ­თმე­ვია. ვის­ვე­ნებ­დი უბ­რა­ლოდ და ჩემ­თვის და უსა­მარ­თლო­ბას და ძა­ლა­დო­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი არა­სო­დეს. პრო­ტეს­ტი შე­უძ­ლი­ათ მი­ტინგზე და არა აქ, სას­ტუმ­რო­ში სა­დაც ხალ­ხი ის­ვე­ნებს.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მე არ­ცერ­თი მხა­რე არ ვარ, არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში. მე რომ ვზი­ვარ იქ, პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, კონ­ცერ­ტებს არ უნდა მა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ და არ უნდა მსტრე­სავ­დნენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო", - ამბობს მარიამი.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×