რეზონანსი
14.01.2025

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი "დურუჯის" ლაურეატების ნაწილის მიერ ჯილდოების უკან დაბრუნებას გამოეხმაურა:

"მე მხოლოდ ქართული თეატრი წავახალისე, რათა საშუალება ჰქონოდათ, უკეთ ემოღვაწათ... ჟიურიც თავად ხელოვანების არჩეულია; ჰქონდათ ხელფასები... ლაშა ბუღაძეც იყო ჟიურიში; ისინი ირჩევდნენ ლაურეატებს და სინამდვილეში თავიანთ კოლეგებს მიაყარეს სახეში "დურუჯის" პრემიები. მე პირადად მონაწილეობა მივიღე რამეში?! რომელიმე ჩემი თანამშრომელი ან ბიზნესმენი, ან მოადგილე ჩავსვი ჟიურიში?! მე რომ მომიტანეს „დურუჯის“ ჟიურები, წავიდნენ და ვინც აირჩიათ, იმათ მიუტანონ; მე არც ერთისთვის არ მიმიცია ჯილდო... ფული რა შუაში იყო?! ფული ჭუჭყია. შეიძლება, ფული გინდოდეს, მაგრამ ფული არ უნდა გიყვარდეს — ეს შთამინერგა ჩემმა პატრიარქმა.

მე უბრალოდ ქართულ თეატრს მივეცი ფული და ახია, ჩემზე. ჟიურიმ აირჩია ვისთვის გადაეცა ჯილდო და თუ უკან მიუყრიან ჯილდოებს, მიუბრუნონ თავიანთ კოლეგებს, ვინც მაშინ ჟიურიში იყო. ჩემი მხოლოდ ფული იყო. მე არ მიმიღია გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ამდენად, თუ ვინმეს უნდოდა, ქართული თეატრის მხარდაჭერის მიზნით, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა, ეს მატარებელი ჩავლილია", — უთხრა ბიზნესმენმა ბიზნეს მედიას".

9 იანვარს, ბიზნესმენ და პრემია "დურუჯის" დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილს "დურუჯის" ლაურეატებმა – პაატა ციკოლიამ, მიშა ჩარკვიანმა და დავით გაბუნიამ პროტესტის ნიშნად "დურუჯის" 19 ქანდაკება უკან დაუბრუნეს და წერილი დაუტოვეს.

წერილში წერია, რომ ლაშა პაპაშვილის მოძალადე რეჟიმის გამამართლებელმა განცხადებებმა სრულად გამოაცალა "დურუჯის" პრემიას ღირსება, რის გამოც მათ სამარცხვინოდ მიაჩნიათ კავშირი ყველა იმ პირთან, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას და არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს

bm.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×