რეზონანსი
14.01.2025

რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი მასირებული შეტევა უკრაინის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო - ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" წერს.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, დრონებით დაარტყეს რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომის საბრძოლო მასალების საწყობს, ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ტულის ოლქში მდებარე ქიმიურ კომბინატს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანაზე. ამ ობიექტებზე დარტყმებმა მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის რეგიონების ნაწილში უკრაინული საბრძოლო დრონებით იერიშების საფრთხის გამო აეროპორტების ნაწილი დაიხურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×