რეზონანსი
14.01.2025

 ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობისა და მერიის მიერ დაახლოებით ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული, - განაცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა.

„ყველა ოჯახი გამოყვანილია კორპუსიდან, გადანაწილებულია კრწანისის რაიონის გამგეობისა და მერიის მიერ რამდენიმე სასტუმროში, დაახლოებით ოთხ სასტუმროში. დაიწყება უკვე კორპუსის სრული რეაბილიტაცია, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, სარემონტო, გამაგრებითი სამუშაოები და იმის შემდეგ, რაც საექსპერტო დაწესებულებების დასკვნა შენობის მდგრადობაზე ჩვენ ხელთ გვექნება, უკვე გადაწყდება უკან შესახლება დევნილი ოჯახების", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაში რჩება. 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არასრულწლოვანი და შუა ხნის ქალი კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. წინასწარ ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×