რეზონანსი
15.01.2025

ლევან მაჭავარიანმა მედიასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათთან ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით დეტალური საუბარი ჰქონდათ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„გავცვალეთ ყველანაირი ინფორმაცია როგორც საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, ასევე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი.

ჩვენამდე, ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ტელევიზიისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებს. ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია იყო, რომელიც ჩვენგან მიიღეს. ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ დაინტერესებულმა მხარემ, ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. მაგალითად, დაშავებულ პოლიციელებთან დაკავშირებით არ იცოდნენ მათი დაახლოებითი რაოდენობა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×