რეზონანსი
15.01.2025

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება.

წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია.

ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×