რეზონანსი
16.01.2025

დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი მარკო რუბიოს განცხადებით, "არარეალურია იმის დაჯერება", რომ უკრაინა რუსულ ძალებს 2022 წლამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებს.

მისი თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურა იმდენად სწრაფად ნადგურდება, რომ მისი აღდგენა "მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება".

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიზანი ომის დასრულება უნდა იყოს, თუმცა, "უნდა ვიყოთ რეალისტები".

"არ არსებობს გზა, რომლითაც უკრაინა ამ ხალხს [რუსულ ძალებს] დაბრუნებას იქ, სადაც ისინი იყვნენ შეჭრამდე", - აცხადებს რესპუბლიკელი სენატორი.

მისივე თქმით, რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და მათმა მოხსნამ შესაძლოა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×