რეზონანსი
16.01.2025

მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილის მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებულად ჩატარებული შედეგები, ახალი მთავრობა და მისი მინისტრად დანიშვნა. ვუსურვებ წარმატებების მის სამომავლო საქმიანობაში, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვ პრესკონფერენციაზე.

„მისთვის ეს პირველი საგარეო ვიზიტია და ეს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების, პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომელსაც გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

ჩვენს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ეს ურთიერთობა ტრადიციების, სახელმწიფოებრიობის საფუძველზეა ჩამოყალიბებული. გვქონდა რთული პერიოდები, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით. თუ გადავხედავთ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას, ყოველთის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები გვქონდა. გვქონდა ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×