რეზონანსი
17.01.2025

ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა საქართველოში ბოლოს დროს განვითარებული მოვლენები გადაცემა შეაფასა და აღნიშნა, რომ კულმინაცია უკვე გავლილია და რასაც ახლა საზოგადოება უყურებს, ეს არის ინერცია.

„რაც დღეს ხდება, ამ ყოველივეს არ მივანიჭებდი რაიმე სერიოზულ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 26 ოქტომბრიდან, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა-არ გამოსვლის მომენტამდე. უფრო ადრე დაიკარგა ინტრიგა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა არ დააანონსა ახალი არჩევნები და გამოვიდა სასახლიდან, შეიძლება ითქვას გამოჩნდა, რომ ამ აქციას დაეკარგა საზრისი და მნიშვნელობა. დღეს რასაც თვალს ვადევნებთ ეს არის ინერცია, რაც სრულიად გასაგებია, რადგან როდესაც აიღებ ისეთ სერიოზულ თამასას, სადაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას ერთ დღეში ხომ ვერ დაამთავრებ?!“ - აღნიშნა "იმედის" ეთერში ზაზა შათირიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×