რეზონანსი
17.01.2025

ისრაელმა და დაჯგუფება „ჰამასმა“ ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ებრაელების ტყვეობიდან გათავისუფლებასაც გულისხმობს. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ხელშეკრულება ძალაში მისი ხელმოწერიდან ორ-სამ დღეში შევა. დოკუმენტი სამი ფაზის განხორციელებას გულისხმობს.

კერძოდ, პირველი ფაზის დროს, რომელიც 42 დღე გაგრძელდება, „ჰამასი“ 33 ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის თავდაცვის არმია ღაზაში უკან დახევას დაიწყებს, მაგრამ ანკლავის პერიმეტრს უსაფრთხოებისთვის შეინარჩუნებს. პირველი ფაზის დროს ისრაელი 7 ოქტომბრის თავდასხმაში ბრალდებული პალესტინელების ციხიდან გამოშვებას დაიწყებს. 42-ე დღის ბოლოს ებრაელი ჯარისკაცები ღაზაში მხოლოდ ე.წ. ფილადელფიის კორიდორში დარჩებიან.

ამის შემდეგ ამოქმედდება ხელშეკრულების მეორე ფაზა. „ჰამასი“ კიდევ გაათავისუფლებს ტყვეებს, სანაცვლოდ ისრაელი ღაზაში განთავსებულ საკუთარ ჯარებს უფრო უკან დახევს. ხელი მოეწერება უსაფრთხოების პროტოკოლს, რომელიც პალესტინელი ლტოლვილების ღაზის სექტორში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

მესამე ფაზის დროს დაჯგუფება თავის ტყვეობაში დარჩენილ ყველა მძევალს გამოუშვებს, ხოლო ამის შემდეგ ისრაელის ჯარები სრულად გავლენ ღაზის სექტორიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×