რეზონანსი
17.01.2025

გაერომ ეკონომიკური ზრდის ახალი ანგარიში და პროგნოზები გამოაქვეყნა და საქართველოს პროგნოზი გაზარდა.

საქართველო, რეალური ეკონომიკური ზრდით, 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე. ეკონომიკური ზრდა 2024 წელს შეფასებული აქვთ ჩვენი 8.6%-თ, 2025 წელს კი - 5.4%-თ. ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მთელს მსოფლიოში - მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. რეალური ეკონომიკის ზრდით საქართველოს მხოლოდ კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყანა გაიანა უსწრებს, რომელის ეკონომიკაც (სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების აღმოჩნა/ათვისების კვალდაკვალ), 2024 წელს წინასწარი შეფასებით, 31,9%-ით გაიზარდა. გაეროს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%-ს გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება.

კიდევ უფრო კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის შეფასება. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპერქტივების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს - 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.

ამ მაჩვენებლებითაც, საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×