რეზონანსი
17.01.2025

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების" მონაპოვარი.

„2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×