რეზონანსი
19.01.2025

„ჰამასმა" ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.

ესენი არიან რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბრეხერი.

დორონ შტაინბრეხერი, 31 წლის, ვეტერინარი ექთანია, რომელიც თავის ბინაში იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, როდესაც „ჰამასმა" 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა.

ემილი დამარი, 28 წლის, რომელსაც ბრიტანეთის და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს მძევლად ასევე აიყვანეს კიბუც კფარ აზადან.

რომი გონენი, 24 წლისაა, ის Supernova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გაქცევის მცდელობისას​​​​​​​​​​​​​​​​ დაატყვევეს.

შეგახსენებთ, მანამდე ისრაელში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, ვიდრე ჰამასი იმ მძევლების სიას არ გადასცემს, რომელთა გათავისუფლებაც იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×