რეზონანსი
19.01.2025

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენს ცაზე 33 რაკეტა და 311 თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 136 დრონმა კი სამიზნეებს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს.

„რუსეთის არმიამ, გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 550 დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საავიაციო ბომბი გაუშვა. Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×