რეზონანსი
19.01.2025

მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება "ჰუმანიზმის პრინციპს".

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად", - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×