რეზონანსი
19.01.2025

მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით - „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის!" მართავენ.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: "ჩართე სამართალი", "თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!", "არ დავიღლებით", " სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით".

ასევე, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების" მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×