რეზონანსი
19.01.2025

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „იარაღი ღაზაში დადუმდა".

ამასთან, ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „კმაყოფილია" ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაში მისი გუნდის მონაწილეობით.

„შეთანხმება, რომელიც მე პირველად გასული წლის მაისში წარვადგინე ახლო აღმოსავლეთისთვის, საბოლოოდ განხორციელდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა და დღეს ვნახეთ მძევლების გათავისუფლება, სამი ისრაელელი ქალი, რომლებიც ნების საწინააღმდეგოდ იყვნენ დაკავებული ბნელ გვირაბებში 470 დღის განმავლობაში. ამდენი ტკივილის, ნგრევისა და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღის ხმა აღარ ისმის. ეს იყო აუცილებელიც, ეფექტურიც და უპრეცედენტო, მაგრამ წარმატებისთვის საჭიროა რეგიონში ჩვენი მეგობრების მუდმივი მხარდაჭერა. ახლა ამ შეთანხმების განხორციელება შემდეგ ადმინისტრაციას ევალება", - აღნიშნა ბაიდენმა.

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×