რეზონანსი
20.01.2025

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლებს ადგილზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ბანერი აქვთ მიტანილი და მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ კოკა კაციტაძესთან შეხვედრასაც და ინფორმაციის მიღებას, რა ეტაპზეა რეჟიმის პოლიციელ დგებუაძის მხრიდან ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის საქმის მოკვლევა.

როგორც დღეს "საიას" ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, საგამოძიებომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ჟურნალისტებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის სოლიდარობის აქცია დღეს დილით, კანცელარიის შენობასთან, არალეგიტიმური მთავრობის სხდომის პარალელურადაც გამართეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი უკვე 1 კვირაა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. "საიამ" კი მის საქმეში გამოვლენილ სამართლებრივ დარღვევებზე დეტალური ანგარიში წარადგინა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×