რეზონანსი
20.01.2025

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც ადამიანი თავს ესხმის პოლიციელს, ის თავს ესხმის სახელმწიფოს და ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც ჩადის.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის შიმშილობაში პოზიტიური არაფერი არ არის და ხელისუფლებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე აღელვებს, როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"როდესაც თავს ესხმი პოლიციელს, თავს ესხმი სახელმწიფოს და ადეკვატური პასუხი უნდა აგო იმისთვის, რასაც ჩადიხარ. ის, რომ კონკრეტული პატიმარი შიმშილობს, რა თქმა უნდა, ამაში პოზიტიური არაფერია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე გვაღელვებს, როგორც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სანამ ქმედებას ჩაიდენს, მას სჭირდება გააზრება, რადგან თუ ქმედება დანაშაულებრივია, ის პასუხს ითხოვს. ამის შემდეგ შიმშილობის გამოცხადება ინდულგენცია ვერ იქნება. მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არის სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი იმ მდგომარეობაში, რაშიც ის იმყოფება. კარგი იქნება თუ ის ადეკვატურად მიუდგება ამ მოცემულობას, გაიაზრებს მის ქმედებას და მიხვდება, რომ შიმშილობა არ წარმოადგენს რაიმე პოზიტიურის მომტანს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×