რეზონანსი
21.01.2025

პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით 613 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პირი შე­ი­წყა­ლა. შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ეს აქტი "ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ციპს“ ეფუძ­ნე­ბა. "პრე­ზი­დენ­ტის მიერ მის­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფუძ­ნე­ბა ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ციპს და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რესს. გა­მო­ჩე­ნი­ლი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, შე­წყა­ლე­ბულ პი­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ და­უბ­რუნ­დნენ ოჯა­ხებს და კვლავ იქ­ცნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად“, - წერს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში არ წე­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­მელ მუხ­ლებს და რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებს შე­ე­ხო უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბა.

შე­წყა­ლე­ბის წესი 2019 წელს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა - გა­უქ­მდა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მეს გან­სა­ხილ­ვე­ლად ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი.

"ამბები" ამ­ნის­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბას ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას­თან შე­ე­ცა­და:

„რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­უქ­მა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია და ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ტო­ნი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ასე უცებ კო­მი­სი­ას ვერც შეკ­რებ­და. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ კო­მი­სია არც არის სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან შე­წყა­ლე­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნიშ­ნავს იმას, რომ პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს დამ­ნა­შა­ვე­ებს - თუკი ადა­მი­ა­ნი ახ­სნის გა­რე­მო­ე­ბებს, რა­ტომ მოხ­და მისი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, რა­შიც ის არის, მას გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს და ინა­ნი­ებს მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას... ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს შან­სი, რომ ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს თა­ვი­დან.

ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ამ აქ­ტით ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რა. მის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის. 

არ მაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა შე­ი­წყა­ლოს მძი­მე, ნაკ­ლე­ბად მძი­მე და მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საც. ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­ლე­ბი არის სხვა­დას­ხვა ტი­პის, თუმ­ცა შე­წყა­ლე­ბა ძი­რი­თა­დად ეხე­ბა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლებს, ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს, ქურ­დო­ბას... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ ამ შე­წყა­ლე­ბის შე­დე­გად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლის მა­ტე­ბას ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×