რეზონანსი
21.01.2025

ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდ „ნაცები“ და გინდ მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ოპოზიციამ ცალსახად დაგმოს მათ მიერვე სულ ახლახან, დონალდ ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და მისი პირადი შეურაცხყოფა.

„ეს რა ღრიანცელი აქვთ ატეხილი და თავს ერთგულ ტრამპისტებად ასაღებენ, გინდა „ნაცები“ და გინდაც მათი დანამატები, ზურაბიშვილის ჩათვლით. მოდი ერთი, მოვითხოვოთ ყველასგან, ხმამაღლა და ცალსახად დაგმონ მათ მიერვე, სულ ახლახან, ტრამპის, როგორც რუსეთის პროექტის მოხსენიება და არჩევნების შედეგებზე რუსეთის გავლენის შესახებ გაკეთებული განცხადებები, პირადი შეურაცხყოფა!“ – წერს გია ვოლსკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×