რეზონანსი
23.01.2025

„უსამშობლო“ - როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში და სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აზიარებს.

„უსამშობლო“ - როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს. თუმცა ეს, გამყიდველობის მორიგი დონეა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო და პაიკია დისტანციურ თამაშში: „თუკი ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მან არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი მოსახლის მქონე პატარა ქვეყნის მხრიდან დამცირება,“ - ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებს იგი საქართველოს მოქალაქეებს. ოპოზიცია ვერ აფასებს, რომ ნამდვილ პარტნიორობას საფუძვლად უდევს ორმხრივი პატივისცემა და არა მორჩილება“, - წერს პაპუაშვილი.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა, რომ „თუ ამერიკას სურს, იყოს პირველი, იყო ძლიერი, მაშინ არ შეიძლება კავკასიაში 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყნის მიერ დამცირდეს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×