რეზონანსი
24.01.2025

თბი­ლის­ში 26 წლის ახალ­გაზ­რდა სას­ტი­კად მოკ­ლეს. ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილს 23 წლის ბიჭ­მა ჯერ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

"და­კარ­გუ­ლი იყო 12 დღე, გუ­შინ იპო­ვეს დამ­წვა­რი ცხე­და­რი. მისი მე­გო­ბა­რია მკვლე­ლი. მი­ტო­ვე­ბუ­ლი კორ­პუ­სის მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე აიყ­ვა­ნა, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში... შემ­დეგ ხის ფიც­რით სცე­მა და შემ­დეგ გად­მო­აგ­დო მეშ­ვი­დე სარ­თუ­ლი­დან. ამის შემ­დეგ შე­იყ­ვა­ნა პირ­ველ სარ­თულ­ზე ლიფ­ტის შახ­ტში და ბენ­ზი­ნით ცე­ცხლი მო­უ­კი­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო, რად­გან ბო­ლოს მას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ლე­ვანს. არ ვი­ცით რაზე მოხ­და მკვლე­ლო­ბა, მო­ტი­ვი არ ვი­ცით. მა­ნამ­დე სა­ნამ ლე­ვანს ვე­ძებ­დით მკვლე­ლი კვალს გვი­რევ­და, ჩვენ­თან ერ­თად ეძებ­და ლე­ვანს და ამ­ბობ­და უც­ნობ პირ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­დაო" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი.

ლევანის ახლობელი ყვება, რომ "ლე­ვა­ნი დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. მას იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან, მის გა­რე­შე ერთ წუთს ვერ ძლებ­და, ისი­ნი მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყ­ვნენ.

"12 იან­ვარს, ბიჭი რომ არ გა­მოჩ­ნდა, მისი ძებ­ნა და­ვი­წყეთ. გუ­შინ­წინ მი­ვაკ­ვლი­ეთ ლე­ვა­ნის კვალს - გა­ვე­დით ვაშ­ლი­ჯვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყვე­ლა ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ, რომ ვე­ძებ­დით და დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბო­და.

დრო­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­აც მო­ვახ­დი­ნეთ და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვე­ძებ­დით. მას ეძებ­და პო­ლი­ცი­აც. ბო­ლოს ერთ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდით ჩვენც და პო­ლი­ცი­აც, 5 წუ­თით მიგ­ვას­წრეს, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ. ეს გახ­ლავთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი თა­ვი­სი­ვე უბან­ში. მკვლე­ლი არის ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, 24/7-ზე ერ­თად რომ იყ­ვნენ, მას კარ­გად ვიც­ნობთ. ლე­ვა­ნის დე­დას პირ­ვე­ლი­ვე დღეს მაგ ბიჭ­ზე ჰქონ­და ეჭვი. მო­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით, დე­ტა­ლე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი, რაც ზუს­ტად ვიცი ისაა, რომ მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ლე­ვა­ნის­თვის ჯერ ბლაგ­ვი სა­გა­ნი ურტყია თავ­ში, შემ­დეგ მე-8 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­უგ­დია, შემ­დეგ უკან შე­უთ­რე­ვია და დაწ­ვა უც­დია. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას ვერ გე­ტყვით, გა­მო­ძი­ე­ბას ხელი რომ არ შე­ვუ­შა­ლო, შე­საძ­ლოა კი­დევ ვინ­მე იყოს გა­რე­უ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ, ისე სას­ტი­კა­დაა ბიჭი მოკ­ლუ­ლი. 12 დღე ვე­ძებ­დით ცო­ცხალ­საც და მკვდარ­საც...

ამ ამ­ბავს ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით... ლე­ვა­ნი ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც კი შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ზე არ­სე­ბობ­დეს. ის არა­ვის არა­ფერს და­უ­შა­ვებ­და, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბიჭი იყო. ვი­ცით, რომ ქა­ლის ამ­ბა­ვი არა ყო­ფი­ლა, მსგავ­სი არა­ფე­რი. ლე­ვა­ნი არ­სად მუ­შა­ობ­და, დედა ინა­ხავ­და, რო­მე­ლიც 24 სა­ა­თი მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ შვილს არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­და. ლე­ვა­ნი 26 წლის იყო, მას ერთი და ჰყავს. ლე­ვა­ნი 12-ში ბო­ლოს დე­დას ელა­პა­რა­კა, უთხრა, სახ­ლში მოვ­დი­ვა­რო. არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გვაქვს.. იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და, ვინც იც­ნობ­და, მას­ზე აუ­გის მთქმელს ვე­რა­ვის ნა­ხავთ, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბიჭი იყო, ამი­ტო­მაც ვართ და­ზაფ­რუ­ლე­ბი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი"", - უთხრა "ამბებს" ოჯახის ახლობელმა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს"

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×