რეზონანსი
24.01.2025

როგორც იცით, დეკანოზ შალვა კეკელიას ძმა გარდაეცვალა. ზურა მშობლიურ კუთხეში სამეგრელოს სოფელ ბანძაში 21 იანვარს დაკრძალეს. აი, რას ამბობს მამა შალვაზე წამყვანი გადაცემისა - "მართლმადიდებლური კითხვები გიორგი დარასელიასთან ერთად".

გიორგი დარასელია: დასავლეთში სამძიმარზე რომ ჩავედი და მის სახლში მივედი, თან გამიკვირდა, ასეთი სახლი რომ დამხვდა, თან გამიხარდა, რომ მამა შალვას მსგავსი მოძღვრები არსებობენ. სამეგრელოში ჩასული ვეძებდი დიდ სახლს და უბრალო, უუბრალოესი სახლი დამხვდა; ძველი სახლი, როგორც ადრე იყო, ისეთივე დგას ახლაც, გაურემონტებელი. ადამიანს შეეძლო რამდენიმე სახლი ჰქონოდა და მინიმუმ, ის სოფლის სახლი, გარემონტებული მაინც ჰქონოდა. მაგრამ მას ისეთი მოკრძალებული სახლი აქვს. ეს არის მღვდლობა. ეს არის მამა შალვა. არადა, რამდენ ადამიანს იქით ეხმარება. აი, ასეთ ადამიანს განიკითხავთ ხოლმე გაუაზრებლად. არ იცნობთ და განიკითხავთ.

საოცარი ადამიანი იყო ზურა, ისეთი გული ჰქონდა, რომ ამ ცხოვრებას ვერ გაუძლო. ასეთი კარგი ხალხი მიდის ამ ქვეყნიდან. მათი დედა - გმირი ქალი, როგორ ღირსეულად იდგა, გმირულად... ძალიან დიდი ადამიანია, რომ ასეთი შვილები გაზარდა. ამიტომ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. არ ვიცით, ხვალ როგორ გათენდება.

მოიხსენოს უფალმა ზურას სული. 40-მდე შეგიძლიათ მოიხსენიოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×