რეზონანსი
25.01.2025

სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ჰეგსეტის კანდიდატურასთან დაკავშირებით დემოკრატებისა და რამდენიმე რესპუბლიკელის მხრიდან მწვავე წინააღმდეგობის შემდეგ ეს დონალდ ტრამპისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ტელეარხს Fox News-ის ყოფილი წამყვანი და არმიის ვეტერანი პენტაგონის მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას აპირებს, თუმცა, მისი მუშაობა გაძლიერებული ყურადღების ქვეშ იქნება, არსებობს კითხვები მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

პენტაგონის ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარია. ჰეგსეტმა კანონმდებლებს აცნობა, რომ ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელსაც ის მართავდა, 100 ადამიანისგან შედგებოდა, ხოლო ყველაზე დიდი ბიუჯეტი 16 მილიონი დოლარი იყო.

ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად 21 იანვარს წარუდგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×