რეზონანსი
25.01.2025

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ის ფუნდამენტური პრინციპები და წესები დაარღვია, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი და რაც გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და მათ შორის, ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გახარია - საქართველოს" წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს და ითხოვეს, ამ დარღვევებიდან გამომდინარე „ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება".

თეონა აქუბარდიას თქმით, პარტნიორი პარტიის მიწვევით „გახარია - საქართველოსთვის" იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე, სადაც დამატებითი შესაძლებლობები ექნება, ისაუბროს იმ პრინციპების უხეშ ხელყოფაზე, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი.

„ამ მოსმენების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცავთ, იმ დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გზას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია და რასაც ივანიშვილის რეჟიმმა არათუ გვერდი აუარა, არამედ სასტიკად დაარღვია. ამ დისკუსიაზე ჩვენი პარტია არის მიწვეული ჩვენი პარტნიორი პარტიის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული პარტიის მოწვევით. გარდა იმისა, რაც წერილში გვაქვს და კონკრეტულად აღწერილია ის მუხლები, რომელიც დაარღვია ივანიშვილის რეჟიმმა, რის გამოც მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგანაც ის არ წარმოადგენს საქართველოს, არამედ ის არის ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი. სხვა დანარჩენი რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ვალდებულებაა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც სწორედ ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხზე არის შეკრებილი, განიხილოს მისი წევრი ქვეყნის შიგნით, როგორ შეილახა ყველა ფუნდამენტური პრინციპი", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×