რეზონანსი
25.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

„პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ექნება სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა", - ნათქვამია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს. ამავე დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×