რეზონანსი
06.02.2025

„ფარა“ ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, ერთი-ერთში იქნება გადმოღებული, რაც ქვეყანას ამერიკულ სტანდარტს მოუტანს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ფარაში“ რაც არის ლობიზმთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით ჩაშლილი, ცვლილებას არ განიცდის და ერთი-ერთში გადმოვა ქართულ დოკუმენტში.

„ამერიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის ხელშია, ჩვენთან მთავრობის ხელში. ჩვენ პრეზიდენტს იმ უფლებამოსილებას ვერ ჩავუწერთ, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი არ არის, ეს უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მთავრობაშია. დანარჩენი რეგულაციები, რაც არის, რაც ამერიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკეთებელია, იქნება ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ლობიზმთან დაკავშირებით რაც არის იქ ჩაშლილი და სხვა რეგულაციები, არცერთი, ცვლილებას არ განიცდის, ერთი-ერთში გადმოვა. ეს ქვეყანას ამერიკულ სტანდარტს მოუტანს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, ე.წ. მდიდარი „ენჯეოები“ იმ ფონდებით ფინანსდებოდნენ, რომლებიც აშშ-ის ოფიციალურმა უმაღლესმა ხელისუფლებამ რადიკალ გიჟებად, დანაშაულებრივ ორგანიზაციებად გამოაცხადა.

„ვითარება შეიცვალა, ვინც ამას ვერ ხედავს, მასთან საუბარი ცოტა გამიძნელდება. ამ ორგანიზაციებმა რომლებიც ამ რადიკალი გიჟებისგან ფინანსდებოდნენ, ეს ამერიკის ტერმინოლოგია, ამიტომ არ დარეგისტრირდნენ და ამიტომ არ უნდოდათ ამ კანონმდებლობის მიღება. ათასი სიბინძურე მოიგონეს და დაარქვეს – ხან რუსული კანონი და ხან რა. გნებავთ ამერიკული სტანდარტი? იქნება ამერიკული სტანდარტი, ამაზე ლაპარაკიც აღარ შეიძლება იყოს. ცალსახად ვამბობთ, რასაც „ფარაში“ წაიკითხავთ ზუსტად ერთი-ერთში იქნება ჩვენთან. მამუკა მდინარაძემ ისიც კი განაცხადა, რომ თუ ცვლილებას შეიტანს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო „ფარას“ კანონში, სამომავლოდ რაღაცას დააზუსტებს, იმავე წამში ჩვენც დავიწყებთ იმავე ცვლილებებთან დაკავშირებით ფიქრს. იმიტომ, რომ ჩვენთან იქნება ერთი-ერთში ამერიკული სტანდარტი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×