რეზონანსი
06.02.2025

შპს  "იფქლის"  ერთ-ერთ  საწარმოში  კრიტიკული  შეუსაბამობები  გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი  კრიტიკული  შეუსაბამობების  აღმოფხვრამდე.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შპს "იფქლის" ერთ-ერთ საწარმოში (სკ 200179118 მისამართი: ქ. თბილისი, ხარაძის ქ N 2ა ) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

შემოწმების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ამასთანავე, ბიზნესოპერატორი საქმიანობას ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობათ  რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით ეცნობა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების ავტორს." - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

პურში უცხო სხეულის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად momxmarebeli.ge-ზე გავრცელდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×