რეზონანსი
06.02.2025

"თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება" - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

"თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება. ისეთი ტიპის კამპანიები, სხვათა შორის ევროპული ფულით ფინანსდება, ეს ენჯეოები, რომელთა წარმომადგენლებიც ამ ყველაფერს ეწეოდნენ და ჩადიოდნენ.

"84 ტყვია კეფაში", "მოვკლათ ქოცები", გამოქვეყნდა ჩვენი პირადი მონაცემები და იქ იყო ღია მოწოდებები, რომ დავაბულინგოთ და მივუვარდეთ დეპუტატების ოჯახის წევრებს, შვილებს და შვილიშვილებს და უამრავი კადრები ვიხილეთ, სადაც არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ან მეუღლეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ მინისტრები და დეპუტატები და მიდიოდა კონკრეტული მოქალაქე, რომელიც თითქოს და აღშფოთებული იყო და ასიდან ასივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ასეთი მოქალაქე რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პარტიის აქტივისტია ჩვეულებრივად, აყენებდა მას საშინელ შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, ეს უნდა დამთავრდეს, ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×